ბაქოს ევროპული თამაშები

ქართველმა მშვილდოსნებმა ბაქოს ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე, მშვილდოსნობაში ქართველმა შერეულმა წყვილმა ლაშა ფხაკაძისა და ხათუნა ნარიმანიძის შემადგენლობით ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ქართველმა მშვილდოსნებმა ნახევარფინალში სლოვენიის გუნდი დაამარცხეს 5:1, იტალიელებმა კი უკრაინულ წყვილზე ამავე ანგარიშით გაიმარჯვეს.

ფინალური დაპირისპირების პირველი სეტი ქართველების გამარჯვებით დაიწყო, თუმცა იტალიელებმა კონცენტრაცია მოიკრიბეს და საბოლოოდ 5:3 გაიმარჯვეს.

ეს ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული პირველი მედალია.

კომენტარები