სტიქია თბილისში

შავგულიძე: მკვდარი ცხოველები ზოოპარკიდან იდენტიფიცირების გარეშე გაიტანეს

იმ მომენტიდან, როცა იქ წყალი შევარდა, სიტუაციას ზოოპარკი აღარ აკონტროლებდა... ზოოპარკის თანამშრომლები იყვნენ ჯერ ზოოპარკის შესასვლელთან, ბენზინგასამართ სადგურთან  და შემდეგ, პოლიციამ რომ ჯაჭვი შეკრა, ტელევიზიასთან. თითო-ოროლა ადამიანს უშვებდნენ. ჯერ გამოვიდა ამბავი, რომ არავის ესვრიან, არაფერი მოხდება, მხოლოდ ზოოპარკის ვეტერინარის ნებართვით... მაგრამ არაფერი ეს არ მოხდა, იყო დიდი ქაოსი. ეს სპეცრაზმი, პოლიცია რას აკეთებდა, რას ხოცავდა, რას არ ხოცავდა... რაც მთავარია, აღრიცხვაზე რომ მიდგა საქმე - ნამდვილად ვიცი, რომ ბევრი ცხოველი, რომელიც იყო მოკლული ან დამხრჩვალი და იყო ტალახში ამოსვრილი, თუ არ გარეცხე, ნამდვილად ვერ გააკეთებ მის იდენტიფიკაციას, რომელი ლომია, რომელი ვეფხვია...  იყო შემთხვევები, როცა ის ცხოველები ისე გაიტანეს ტერიტორიიდან, რომ ზოოპარკის თანამშრომლებს არც მისცეს საშუალება, მათი იდენტიფიცირება მოეხდინათ. ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება დააკისრო ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა?

არასამთავრობო ორგანიზაცია ნაკრესის დირექტორი ირაკლი შავგულიძე თბილისის ზოოპარკში სტიქიის დროს განვითარებული მოვლენების შესახებ. ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები