სტიქიური უბედურება

აშშ-ში სტიქიურ უბედურებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

David J.Phillip / AP

აშშ-ში სტიქიურ უბედურებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ტროპიკულმა შტორმმა ბილმა ყველაზე მეტად ტეხასის, ოკლაჰომასა და მისურის შტატები დააზარალა. ამის შესახებ ინფორმაციას washingtonpost ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 ადამიანი. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

სინოპტიკოსების ცნობით, ტროპიკული შტორმი ამ დროისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდება.

 

კომენტარები