სტიქიური უბედურება

საქართველო-რუსეთის საზღვართან საევაკუაციო დერეფანი აშენდა

facebook.com/georoad.ge

საქართველო-რუსეთის საზღვარზე საევაკუაციო დერეფანი მოეწყო. დერეფანი სტიქიური უბედურების შემთხვევაში მგზავრებსა და საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უსაფრთხო წერტილამდე გადაიყვანს.

208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის საევაკუაციო აივანი ლარსის გამშვები პუნქტის ტერიტორიიდან იწყება და დარიალის მამათა მონასტერთან სრულდება, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყო. სტიქიის შემთხვევაში, ხალხის ევაკუაცია ამ მოედნიდან ვერტმფრენით განხორციელდება. პროექტის ღირებულებამ 1 მილიონ 730 ათასი ლარი შეადგინა. 


ფოტო: facebook.com/mrdi.gov.ge


ფოტო: facebook.com/mrdi.gov.ge

კომენტარები