UEFA-ს სუპერთასი

UEFA-ს სუპერთასის ბილეთებს მომხმარებლები Biletebi.ge-ზე ვერ ყიდულობენ

UEFA-ს სუპერთასის ბილეთებს მომხმარებლები Biletebi.ge-ზე ვერ ყიდულობენ. როგორც Biletebi.ge-ს ფეისბუქზე წერია, "საიტზე მიმდინარეობს შეტევა. ვმუშაობთ გასანეიტრალებლად. ბილეთები ამჟამად არ იყიდება".

biletebi.ge-ს წარმომადგენლის განცხადებით საიტი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა და ამიტომაც საიტი დროებით გათიშულია. 

ბილეთების გაყიდვა აღნიშნულ საიტზე დღეს დილით, 09:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. როგორც ცნობილია, გაყიდვაში იქნება 30 000-მდე ბილეთი (75 ლარი - კატეგორია 1; 35 ლარი - კატეგორია 2; 18 ლარი - კატეგორია 3)

11 აგვისტოს, თბილისში დინამო არენაზე 22:45 საათზე ბარსელონა სევილიას დაუპირისპირდება.

კომენტარები