საბანკო სექტორი

მაისში ქართული საბანკო სექტორის აქტივები 200 მილიონი ლარით შემცირდა

REUTERS | Associated Press

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანაში არსებული კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები მაისში წინა თვესთან შედარებით 200 მილიონი ლარით შემცირდა, რაც მთლიანად ქართული საბანკო სექტორის აქტივების 0,8%-ით შემცირებას ნიშნავს. 

მთლიანი აქტივების შემცირების მიუხედავად მაისის თვე საბანკო სექტორმა 70 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა.

ხუთი უმსხვილესი ბანკის აქტივები ქართული საბანკო სექტორის 79.4%-ს შეადგენს. ქართულ ბაზარზე სულ 19 კომერციული ბანკიაა წარმოდგენილი.

კომერციული ბანკების სრული აქტივები მაისში 23 მილიარდ ლარს შეადგენს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ბანკები და საზოგადოებას შეფასებით საბანკო სექტორის აქტივების შემცირება ქვეყანაში არსებულმა სავალუტო კრიზისმა გამოიწვია, რომელმაც საშუალოვადიან პერიოდში შეძლო ზეგავლენის მოხდენა ეკონომიკურ მდგომარეობაზე.  

კომენტარები