კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის აპრილში წლიურად 17.4%-ით გაიზარდა და 40.1 მილიარდი ლარი შეადგინა.
კვლევას გალტ & თაგარტი ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიური ზრდა დაჩქარდა და 9.8% შეადგინა. სექტორების მიხედვით, აპრილში დაჩქარდა როგორც კორპორაციული დაკრედიტების, ისე საცალო სესხების წლიური ზრდის ტემპი და შესაბამისად, 8.0% და 11.6% შეადგინა(კურსის ეფექტის გამორიცხვით).
გაიზარდა საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობაც – წლიური 22.1%-ით. ჯამურმა დეპოზიტებმა აპრილში 35.6 მილიარდი ლარი შეადგინა.