ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაზე: მე ვარ კარგი სათადარიგო მოთამაშე

ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ - პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება - დღევანდელი მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს, მოხდება მსგავსი უზურპაცია ხელისუფლების, რაც მოხდა სააკაშვილის დროს. არაფერი ამის მსგავსი არ ჩანს. ჩვენ დღეს გვყავს სახალხო ხელსუფლება, ჩემი აზრით. გვყავს კარგი პრემიერი, კარგი პარლამენტის თავმჯდომარე და არაფერი ამის მსგავსი არ ისმის, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის აუცილებლობა გახდეს საჭირო. მე ვარ, ვთქვათ, კარგი სათადარიგო მოთამაშე. თუ რაღაც, ღმერთმა დაგვიფაროს, მოხდა ისეთი კატაკლიზმა - სააკაშვილისებური რაღაც მოიფიქრეს, მოახდინეს უზურპაცია ხელისუფლების და ხალხს აღარ უსმენს და საზოგადოებას აღარ უსმენს და დაიწყეს ძალადობა მსგავსი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება... მადლობა ღმერთს, რომ არაფერი ამის ნიშნები არ ჩანს და ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლებაა დღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, იდეალური არ არის.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გურია ნიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები