გატაცება ხურვალეთიდან

ოკუპანტებმა ხურვალეთის მცხოვრები გაიტაცეს

timer.ge

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზზე, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მკვიდრი 48 წლის დავით ხუროშვილი დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

ადგილობრივი მცოხვრების ე. წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავების ფაქტი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტი ცხელი ხაზის მეშვეობით დაკავებულის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც მედიას გატაცებულის ოჯახის წევრებმა აცნობეს, დავით ხუროშვილი ოკუპანტებმა საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს, სადაც ის ოჯახის წევრებთან ერთად მუშაობდა.
გატაცება მას შემდეგ მოხდა, რაც ხურვალეთი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციამ მოინახულა.

 

კომენტარები