გორის რაიონის სოფელი ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიდან გატაცებული დავით ხუროშვილი ცხინვალის იზოლატორს სავარაუდოდ ხვალ დატოვებს. კომენტარი ამის შესახებ მედიასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა.
„ხვალ, 6 საათის მერე ალბათ გაათავისუფლებენ. დეფაქტო ხელისუფლების შესაბამისი უწყებები საოკუპაციო ძალების სასაზღვრო სამსახურთან ერთად აღნიშნულ მონაკვეთზე გააქტიურებულები არიან. ინციდენტებს ჩვენ შეხვედრაზე განვიხილავთ და ვფიქრობ, რომ ეროვნულ დროშასაც ზუსტად ამ დღეს გადმოგვცემენ“ - განაცხადა შალვა ენუქიძემ.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზზე, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მკვიდრი 48 წლის დავით ხუროშვილი გუშინ დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.