ელექტროენერგიის ტარიფები

ხადური: ელექტროენერგიის სუბსიდირება დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაჯდება

ტაბულა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფოს ელექტროენერგიის სუბსიდირება დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება.

"წლის განმავლობაში ეს იქნება დაახლოებით 20 მილიონი ლარი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სიების დაზუსტებაზე, ვმუშაობთ როგორც ოპერატორებთან - თელასი და ენერგო-პრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელსაც გააჩნია სოციალურად დაუცველთა სია. ასევე აქტიურად არის ჩართული იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ესაა, მათ შორის, შემოსავლების გადანაწილება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ყველაზე მატად უჭირს. მისამართული სოციალური დახმარება იმ სოციალური დახმარებების მსოფლიო გამოცდილებას შორის, რომლებიც არსებობს", - თქვა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, 1-ლი აგვისტოდან, რეგიონებში (კახეთის გარდა) ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ის ჩათვლით 3.95 თეთრით ძვირდება. მთავრობა სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას გეგმავს.

ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ხვალ უნდა დაიწყოს ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით თბილისის დისტრიბუტორის, თელასის მოთხოვნის განხილვა. თელასში ტარიფის ზრდის აუცილებლობას ლარის გაუფასურებით ხსნიან, რის გამოც კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას მხოლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულაც 70 ათასზე ნაკლებია.

 

კომენტარები