უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი იქნება. აღნიშნულის შესახებ სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა. მისივე თქმით, სხვა მოადგილეების შესახებ "მოგვიანებით ჩამოყალიბდება".
გომელაურისვე თქმით, უსაფრთხოების სამსახური 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) ქუჩაზე განთავსდება.
იოსებ გოგაშვილი გომელაურის შს მინისტრობის დროს მისი პირველი მოადგილე იყო.