კონტრაბანდა

თურქეთმა საქართველოდან შეტანილი $7.9 მილიონის კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღო

Getty

სარფის საბაჟოზე თურქულმა მხარემ სიგარეტის კონტრაბანდის ყველაზე მსხვილი საქმე გახსნა, საბაჟოზე ხუთი ტრეილერიდან 3.5 მილიონი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. სიგარეტის საერთო ღირებულება $7.9 მილიონს აჭარბებს. დაკავებულია 15 პირი, მათ შორის 5 საბაჟოს თანამშრომელია.

საქართველოს შემოსავლების სამსახური საქართველოდან გასული ტვირთის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. წინასწარი ინფორმაციით, ამ ტვირთის დეკლარირება ქართულმა მხარემ 3 აგვისტოს მოახდინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ამ ტვირთის გატანა კანონის შესაბამისად მოხდა და ტვირთის ფარულ გატანას ადგილი არ ჰქონია. 

თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, კონტრაბანდული სიგარეტის ამოღების ოპერაცია სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი სიგარეტის გადატანას აგვისტოს დასაწყისში შეეცდებოდა. 

კომენტარები