რუსთავ 2-ის საქმე

ბოკერია: რუსთავი 2-ის საქმე ივანიშვილისთვის პოლიტიკური კატასტროფით დამთავრდება

სურათი არის აბსოლუტურად ნათელი, დვალი და აქიმიძე ისევე, როგორც ხალვაში, არიან ივანიშვილის გეგმის ნაწილი. ამ გეგმის ამოცანაა მთლიანად ჩაახშონ რუსთავი 2, ან მინიმუმ, შეუქმნან მას მაქსიმალური პრობლემები ეფექტურ საქმიანობაში, წინასაარჩევნო პერიოდში. რუსთავი 2 არის ივანიშვილის მთავარი პრობლემა იმიტომ, რომ ის ახდენს საზოგადოების ეფექტურ ინფორმირებას, საზოგადოებას აძლევს ტრიბუნას და ხელს უშლის მას ძალაუფლების შენარჩუნებაში. ივანიშვილმა ამ გეგმის თაობაზე, ამ კონკრეტული პირების გამოყენებით, არაერთხელ განაცხადა საჯაროდ და აღუთქვა მათ მხარდაჭერა და მოუწოდა პრაქტიკულად ამ ნაბიჯის გადადგმისკენ. იგივე გააკეთა კალაძემ და ღარიბაშვილმაც. ერთი შეხედვითაც კი, სასამართლოს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული, იმიტომ, რომ სამართლის ელემენტარულ ნორმებს არღვევს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი პოლიტიკური კატასტროფით დამთავრდება ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას და სახელმწიფო სტაბილურობას. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი, გიგა ბოკერია, სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

კომენტარები