ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული, თანაც ქადაგიძის უმოქმედობა განსაკუთრებით გამოიკვეთა გასულ წელს, როდესაც კრიზისი მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონს შეეხო. აუდიტის სამსახურშიც ანალოგიური მდგომარეობა იყო - მართალია, ამ უწყებასაც ნაციონალური მოძრაობის წევრი ხელმძღვანელობდა, თუმცა, როგორც კი აუდიტის სამსახური პოლიტიკური ზეწოლისგან გავათავისუფლეთ, ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამუშავდა. ეროვნული ბანკის შემთხვევაში ასე არ მოხდა, თანაც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს არც ის დაუმალავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სთხოვეს, გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ. ჩემი აზრით, შეცდომა დავუშვით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დავიწყეთ, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობდა ალბათობა, რომ უარესი შედეგის წინაშე აღმოვჩენილიყავით.
tbl.ge/5qh
დაკოპირდა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კვირის პალიტრის კითხვაზე - "ფაქტობრივად, ეროვნულ ბანკს არა მხოლოდ საბოტაჟში, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებთ. ასეთ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები რატომ არ დაიწყეთ?".
ამავე თემაზე
- როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაიზარდა - სებ
- სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.25%-ით, 8%-მდე შეამცირა
- სებ-მა 7 ტონა მონეტარული ოქრო იყიდა და საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს დაამატა
- თურნავა: ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, თუმცა, რისკები მაინც არსებობს
- თურნავა: წელს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე და ადეკვატური დონის ფარგლებშია