ეროვნული ბანკი

თურნავა: წელს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე და ადეკვატური დონის ფარგლებშია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ისტორიულ მაქსიმუმზეა. მისი თქმით, სებ-ი წინა წლებთან შედარებით, სავალუტო რეზერვებს უფრო აქტიურად ავსებს. ამის შესახებ თურნავამ ისაუბრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, სადაც მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა.

"მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე და ადეკვატური დონის ფარგლებშია. ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.1 მლრდ დოლარს გაუტოლდა. სავალუტო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება გვეხმარება ქვეყნის სუვერენული რისკის მინიმიზაციაში, რაც პოზიტიური ფაქტორია ინვესტიციებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

სწორედ ამ მიზნით, იმისათვის, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, ჭარბი მერყეობა შერბილდეს და საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ადეკვატური დონის ფარგლებში შენარჩუნდეს, 2023 წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას". - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, რეზერვების შევსების მიზნით სებ-ის წმინდა მიერ შესყიდვამ 1.292 მლრდ. დოლარი შეადგინა. "რაც არის მართლაც ისტორიული მაქსიმუმი". - დაამატა მან. 

კომენტარები