ციფრული მაუწყებლობა

ანალოგური მაუწყებლობა ბოლო სამაუწყებლო ზონებშიც ითიშება

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის გადამცემი სადგურები ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში დღეს, 10:00 საათზე გაითიშება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ეს ბოლო სამაუწყებლო ზონების ჩამონათვალია, სადაც ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა ითიშება.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-თ2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.

კომენტარები