საკადრო ცვლილებები მთავრობაში

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება

ტაბულა

ახალი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა. კვირიკაშვილი 2012 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. მის ადგილს თბილისის ვიცემერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თუ სად გააგრძელებს ბერუჩაშვილი მუშაობას, ამას ახალი მინისტრი გადაწყვეტს. 

გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრობამდე 2006-დან 2011 წლამდე ბანკ ქართუს გენერალური დირექტორი იყო. 

კომენტარები