რუსეთს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც დსთ-ს ქვეყნებთან ანგარიშსწორებიდან დოლარისა და ევროს ამოღებას და ეროვნულ ვალუტებზე გადასვლას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, დსთ-ს ფარგლებში ახალი შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რომელიც მონაწილე ქვეყნების კომერციულ ბანკებს შიდა სავალუტო ბაზარზე წვდომას მიანიჭებს, რის შედეგადაც შუალედური ვალუტები - ევრო და დოლარი, სავაჭრო ოპერაციებში საჭირო აღარ იქნება.
კანონპროექტის თანახმად, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ ვალუტების ბაზრების განვითარებას, შეიქმნება პირობები შეთანხმებული სავალუტო პოლიტიკის გასატარებლად.