ევრაზიის კავშირი

კვირიკაშვილი: ევრაზიის კავშირთან ჩვენი ურთიერთობა აბსოლუტურად წარმოუდგენელია

ევრაზიის ხსენებაზე, ევრაზიის კონტინენტსა და ევრაზიის კავშირს შორის თუ ვინმე ვერ ამჩნევს განსხვავებას, ალბათ მათი პრობლემაა და, ჩემი აზრით, ძალიან მძიმე შემთხვევაა. ევრაზიის კავშირს სამწუხაროდ გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გრავიტაციის კომპონენტი. ამ პირობებში ჩვენი რაიმე სახის ურთიერთობა, გაერთიანება ევრაზიის კავშირთან არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, რადგან ის არის არათავსებადი იმ პოლიტიკურ ვექტორთან, რომელიც საქართველოს გააჩნია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს ევრაზიის კავშირის და საბაჟო კავშირის შემადგენელ ქვეყნებთან, ჩვენ ყველა მათგანთან გვაქვს ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და ეს არის აბსოლუტურად სხვა რამ, ვიდრე ევრაზიის კავშირთან ურთიერთობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ, ევრაზიის კავშირი არის მნიშვნელოვნად პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი კავშირი და ამ პირობებში, როდესაც ის არის აბსოლუტურად არათავსებადი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, საერთოდ აზრს მოკლებულია რაიმე ტიპის განხილვა და არც მიმდინარეობს ასეთი ტიპის განხილვა. 

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადაცემა პოლიტარტში.

კომენტარები