ყურძნის ფასი

ღვინიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებული პირი გაათავისუფლეს

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებული პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შემთხვევა გუშინ, კახეთში მიმდინარე აქციაზე მოხდა, სადაც მევენახეები ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებდნენ. მამაკაცმა ღვინიაშვილს სახეში დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ის მოითხოვდა, რომ დეპუტატს აქცია დაეტოვებინა.

სამართალდამცველებმა აქციაზე დაკავებული 2 მონაწილეც გაათავისუფლეს.

მევენახეები დღეს საპროტესტო აქციის განახლებას აპირებენ.

კომენტარები