სტალინის ძეგლები

გორის საკრებულოს მომდევნო სხდომაზე სტალინის ძეგლის დადგმაზე იმსჯელებენ

გორის საკრებულოს მომდევნო სხდომაზე დეპუტატები სტალინის ძეგლის დადგმის საკითხზე იმსჯელებენ. თვითმმართველობას აღნიშნული მოთხოვნით გორის მერმა მიმართა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს სხდომას ესწრებოდა ამ მოთხოვნას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის, თუმცა რამდენად კანონიერად მიმდინარეობს პროცესი ან არსებობს თუ არა ყველა საკმარისი დოკუმენტი გადაწყვეტილების მისაღებად ზურაბ ჯირკველიძემ არ იცის. 

გორის მუნიციპალიტეტის მერის განაცხადში წერია, რომ საკრებულომ არა სამუზეუმო ექსპონატზე, არამედ სტალინის ძეგლის დადგმაზე უნდა იმსჯელოს.

გორის საკრებულოს სხდომა 2 ოქტომბერს, 10:00-ზეა ჩანიშნული.

კომენტარები