გაერო-ს სამიტი

ბოკერია: რომ არ გვცოდნოდა, ვერ მივხვდებოდით, რომ ლაპარაკია ჩვენს ქვეყანაზე

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებით, რომ არ გვცოდნოდა რომ გაერო-ში გუშინ სიტყვით გამოდიოდა საქართველოს პრემიერმინისტრი, ვერ მივხვდებოდით, რომ საუბარია საქართველოს შესახებ.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს არ ჰყავს პრემიერმინისტრი, რომელიც მისი ქვეყნის ეროვნული ინტერსების წარმოჩინებას შეძლებს. რომ არ გვცოდნოდა, რომ გამოდის პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და ისე მოგვესმინა ამ ტექსტისთვის, ვერავინ მიხვდებოდა, რომ ლაპარაკია იმ ქვეყანაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, რომელსაც აქვს ის გამომწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს. სამწუხაროდ, ეს არ უნდა გვიკვირდეს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი რეალურად არ არის პრემიერმინისტრი. მას არ აქვს არც რწმენა, არც ნება, არც ხედვა და არც კომპეტენცია, რომ სწორად დააყენოს ის საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების სამიტზე საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვით გუშინ გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფაა. პრემიერმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთაც სახელმწიფო სოციალური დაცვის მიმართულებით ახორციელებს. 

კომენტარები