მე მგონი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეს ხელისუფლება ბოლომდე უუნაროა. ორგანიზებული დანაშაული მიშვებულია, ის არსებობს და იმისთვის, რომ რაღაც მაინც კეთდებოდეს, მიდის დაწოლა წვრილმანზე... ვთქვათ, შეიძლება ძალიან წვრილმანი, ქონების დატაცების ფაქტები იყოს გამოძიებული, მაგრამ ორგანიზებული დანაშაულის გახსნის რამდენი ფაქტი არსებობს? აქ არის ლაპარაკი კრიმინალურ ავტორიტეტებზე, რომლებსაც სულ გვიგზავნიან და მერე ისინი სად მიდიან, არავინ არ იცის. და რომ არა ის მამხილებლები, ვერც ვერასდროს გავიგებდით. ამ მხრივ, მე მგონი უფრო ცუდად გვაქვს საქმე. იმისთვის, რომ საზოგადოების თვალში კრიმინალთან მებრძოლი ხელისუფლების ავტორიტეტი შეინარჩუნოს, ეს ხელისუფლება დაგვდევს, ნებისმიერ ჩვენგანს დააპატიმრებს მარიხუანას გამო, ხმამაღლლა ლაპარაკის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან "პუტინი მტერია"-ს ბანერის გაკვრის გამო. ეს სტატისტიკაში კარგია, მაგრამ ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით რა მოხდა, მე არ ვიცი, დარწმუნებული ვარ, ბევრი არაფერი იმიტომ, რომ მედიიდანაც არაფერი გამიგია.
tbl.ge/x88
დაკოპირდა
იურისტი გიორგი მელაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობის გაზრდაზე.
ამავე თემაზე
- თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 14 პირი, მათ შორის, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს
- თბილისში, ლისზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით შსს-მ ქალი დააკავა
- აეროპორტში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელსაც 10 შეკვრა ჰეროინი "სხეულით შემოჰქონდა"
- კუპრაძე: თამარ გუდავაზე და მის შვილზე მეფიქრება – დედამ თავისი საქმე უნდა გააგრძელოს
- ამოღებულია ალფა-პვპ, მეფედრონი და მეთადონი – 1 პირს ბრალდება წარედგინა