ნარკოდანაშაული

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 14 პირი, მათ შორის, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს

კადრი ვიდეოდან/ შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის, იმერეთის და გურიის  პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი  და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, "მარიხუანა", "მდმა", "მეტადონი", "ალფა პვპ", "სუბოტექსი", "ჰაშიში" და "ჰეროინი" ამოიღეს. გამოძიების ფარგლებში, დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე მოხდა ნარკოტიკების საკონტროლო  შესყიდვა და ამ შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერაც.

"დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო  შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და გასაღების  მცდელობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანას" უკანონო  შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები  არიან: 1986 წელს დაბადებული ს.მ., 2006 წელს დაბადებული გ.ხ., 1993 წელს დაბადებული თ.ხ., 1986 წელს დაბადებული ზ.შ. და წარსულში ნასამართლევი  პირები: 1999 წელს დაბადებული დ.ე., 1979 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს  დაბადებული დ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჟ., 1970 წელს დაბადებული პ.ჯ.  ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ბ.შ., 2002 წელს  დაბადებული დ.ხ. და 1985 წელს დაბადებული მ.ე., 1966 წელს დაბადებული ს.თ.  და 2003 წელს დაბადებული კ.პ". - წერია შსს-ს განცხადებაში.

ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,  18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები