არჩევნები 2024

ივანიშვილი: არჩვენების მერე შევძლებთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას განაჩენი გამოვუტანოთ

არჩევნების შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12-წლიანი მაოხრებელი გზირობისთვის იმსახურებს. არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა.

თქვა ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისას.
 

კომენტარები