ბანგლადეშში იტალიის მოქალაქის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

www.frontpagemag.com

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში იტალიის მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დაკას პოლიციის უფროსის თქმით, 51 წლის ჩეზარე ტაველა დაკას დიპლომატიური ზონის გავლით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მას ორმა შეიარაღებულმა პირმა ესროლა. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოკლულის ყველა ნივთი ადგილზე დახვდათ. მათი თქმით, ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. "ჩვენ მივმართავთ ჩვენი მტერი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომ ისინი მუსულმანთა მიწებზე უსაფრთხოდ ვერ ივლიან და ეს მხოლოდ დასაწყისია", - ნათქვამია ISIS-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები