NATO-საქართველო

კვირიკაშვილი: MAP-ი არის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო ელის

ჩვენ ვისაუბრეთ დეკემბრის მინისტერიალისთვის მომზადების პროცესზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამმ უნდა გადადგას, რათა მოხდეს აზრის კონსოლიდაცია საქართველოს შესახებ, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ნატო-ს გზაზე და, რა თქმა უნდა, ვარშავის სამიტისთვის მომზადების პროცესზე. განვიხილეთ ასევე უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში. გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მოიაღწია. თუ რა სახით იქნება აღნიშნული საქართველოს პროგრესი, იქნება ეს MAP-ი თუ სხვა სახე, ამას, რა თქმა უნდა, დრო გვიჩვენებს. MAP-ი არის ის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო უნდა მოელოდოს, თუმცა საბოლოო მიზანი არის ნატოს წევრობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები