უამინდობა ქობულეთში

ქობულეთში, ძლიერი წვიმის შედეგად, ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქობულეთის რაიონის სოფლებში მეწყერიც ჩამოწვა.

მოსახლეობის განმარტებით, ძლიერმა წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.

დატბორილია, მათ შორის, ავტოსადგურის ტერიტორია.

სამაშველო სამსახურის განცხადებით, ამოტუმბვით სამუშაოებს წვიმის გადაღებისთანავე დაიწყებენ.

კომენტარები