უამინდობა ქობულეთში

უხვი ნალექის გამო, ბათუმი-თბილისის მატარებელი ქობულეთის მონაკვეთზე შეჩერდა

www.railway.ge

უხვი ნალექის შედეგად მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის სარკინიგზო მონაკვეთზე შეაჩეროს.

"უხვი ნალექების შედეგად მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებლის (რეისი # 857. გამოსვლის დრო-08.00) მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის სარკინიგზო მონაკვეთზე შეაჩეროს. შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მატარებელი ჩაქვიდან ბათუმის რკინიგზის სადგურში დაბრუნდა. საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს ავტოტრანსპორტით მომსახურეობა შესთავაზა, თუმცა საგზაო მონაკვეთებზე წყალდიდობის შედეგად არსებული რთული მდგომარეობის გამო, გადაწყვეტილება გაუქმდა. საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს ბილეთის საფასური უკვე სრულად აუნაზღაურა. მოძრაობის აღდგენის შემთხვევაში მგზავრები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ", - აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და ავტოსადგურის ტერიტორია. ქობულეთის რაიონის სოფლებში მეწყერიც ჩამოწვა.

კომენტარები