ენერგოუსაფრთხოება

პრეზიდენტი ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას ითხოვს

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მთავრობის სხდომაზე "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის" განხილვას ითხოვს. შესაბამისი მიმართვა მთავრობის ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნეს. თანხმობის შემთხვევაში განხილვას გიორგი მარგველაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დაესწრებიან.

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, საქართველოს მთავრობის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოთ და განიხილოთ შემდეგი საკითხი: "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობა".

აღნიშნული საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი", - წერია მიმართვაში.

კომენტარები