პრეზიდენტის ბოლო პერიოდის აქტივობები საერთოდ სცილდება მის კონსტიტუციურ უფლებებს და, გარდა ამისა, აშკარად პოლიტიკურ შეფერილობას იძენს. რაც შეეხება Gazprom-ის თუ სხვა ნებისმიერ თემას, მთავრობას ეყოფა კომპეტენცია, რომ პასუხი გასცეს იმ შეკითხვებს, რაც საზოგადოებაშია. პრეზიდენტი პოლიტიკურ თამაშს შეუდგა აშკარად არცთუ დიპლომატიური მანერით.
tbl.ge/k3m
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მთავრობისადმი მიმართვაზე, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვა მოხდეს, რომელსაც თავად დაესწრება. მთავრობის ადმინსტრაციას ჯერჯერობით მისთვის არ უპასუხია.
ამავე თემაზე
- წიკლაური: პრეზიდენტმა თვითონ უნდა მოიწვიოს უშიშროების სხდომა
- სუბარი: მე საერთოდ ვერ გავიგე, რა თქვა და რა მოითხოვა პრეზიდენტმა
- მეჭიაური: ოპოზიცია და მათი არაფორმალური ლიდერი მარგველაშვილი ერთად მუშაობენ
- კალაძე: რატომ უნდა განვიხილოთ სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხი, არ მესმის
- პრეზიდენტი ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას ითხოვს