საქართველოს მთავრობა

შარაშენიძე: "შეშფოთება" რას ნიშნავს დიპლომატიურ ენაზე, მე მგონი, ამათ არ ესმით

მე ვშიშობ, რომ დასავლეთის აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია ამ მთავრობისთვის. ბუნებრივია, რაღაც გავლენა და წონა აქვს, მაგრამ გაცილებით უფრო ეშინიათ მათ, მე მგონი, ხალხის პროტესტის, ვიდრე დასავლეთის მხრდან შეშფოთების მოსმენის. მითუმეტეს, ხანდახან მათ არ ესმით დიპლომატიური ენა, როცა ამბობს სიტყვაზე აშშ-ის ელჩი, სახელმწიფო დეპარტამენტი ან სხვა ვინმე, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ, ამათ ჰგონიათ, რომ დააწყნარებენ და ყველაფერი ამით მორჩება, წყალს დაალევინებენ, თავის ჭკუით დაამშვიდებენ და ყველაფერი ამით მორჩება. შეშფოთება რას ნიშნავს დიპლომატიურ ენაზე, მე მგონი, ბევრს ამათ არ ესმით, სამწუხაროდ. დიდი პრობლემაა, ძალიან სერიოზული. 

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტურის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები