საქართველოს მთავრობა

კობახიძე: ვაზიანში აეროპორტი აშენდება, რამდენიმე წელში გვექნება ულტრათანამედროვე აეროპორტი

გუშინწინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი.

დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4-4.5 მილიონი მგზავრი, იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში, მოსალოდნელია მომავალშიც ვიზიტორების რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ბუნებრივია, ინფრასტრუქტურამ.

ჩვენ განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი, ერთი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე - ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში. 

გაფართოების ფასი იყო დაახლოებით 900 მილიონი დოლარი, ახლის აშენების - დაახლოებით მილიარდ ორას სამოცი მილიონი დოლარი.

გაფართოება იძლეოდა საშუალებას, მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე და შემდეგი განვითარების პერსპექტივა აღარ იყოს. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ახლის მშენებლობა გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის საშუალებას შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.

არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, საბლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება სწორედ ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე.

მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება, ქვეყანას ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები