წამების კადრები

ივანიშვილი: გვარამია როგორც ადრე იცავდა კანონს, ისე დღეს - სიტყვის თავისუფლებას

პატარა პარალელი მინდა გავავლო. გვარამია, ეს ვაჟბატონი გვარამია, ამ გაურკვეველ როლშია, ასეთ ისტერიკებშია, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როგორც ეს კადრები იღებოდა. როგორც მაშინ იდგა კანონიერების სადარაჯოზე გვარამია, სწორედ ისე დგას დღეს თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე, ასეთ პარალელს გავავლებდი მე და ძალიან სიმბოლური თანხვედრაა. როგორც მაშინ იცავდა კანონიერებას მთავარი პროკურორის მოადგილე და იყო კანონის სადარაჯოზე, სწორედ ისე გვევლინება დღეს გვარამია ჩვენ თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე. ვინ არის გვარამია, რა უნდა? ეს არის მენეჯერი, მესაკუთრე არ არის. ნახეთ, რა ხდება, ყარამანაშვილები სახელდებიან [მესაკუთრეებად]. ძალიან დიდი ეჭვია მათი ქცევიდან გამომდინარე, შეხედეთ, კეზერაშვილზე გადაფორმება უნდოდათ შუალედში, სასამართლომ არ გაუშვა. რა შუაშია გვარამია, რა შუაშია... გვარამიაა იმ შუაში და კიდევ გეუბნებით, კარგი პარალელი გავაკეთე - როგორც ამ საშინელი კადრების გადაღების დროს, რა დღეში ჰყავდა მთელი საქართველოს მოსახლეობა, რა რაოდენობის იყო ეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, აი, ეს იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, ეს ვაჟბატონი და იცავდა, კანონიერების სადარეაჯოზე იდგა. აი, ასევე დგას თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე და შეურაცხმყოფელია ალბათ თქვენთვისაც, როდესაც ხატავენ ამას, რომ თუ რუსთავი ორს რამე დაემართა, თავისუფალი სიტყვა დაინგრევა საქართველოში. თქვენ რა, ტელევიზია არ ხართ? ვინმე გზღუდავთ? მაესტროს ვინმე ზღუდავს? ან სხვა ტელევიზიებს.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები