ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში

შესაძლოა, ერდოღანის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა კვლავ მოიპოვოს

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი
Reuters

თურქეთის მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ შესაძლოა, პარლამენტში უმრავლესობა კვლავ მოიპოვოს. დღეს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის, ხმების 97%-ია დათვლილი. თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეთ დავითოღლუმ არჩევნებში გამარჯვების შესახებ უკვე განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პარტიას ამ დროისთვის 49.4% აქვს, მის მთავარ ოპონენტს, სახალხო რესპუბლიკურ პარტიას კი - 25.4%.

BBC-ის ცნობით, პრო-ქურთულმა და ნაციონალისტურმა პარტიებმა 10%-იანი ბარიერი გადალახეს და მათ პარლამენტში ადგილები შეხვდებათ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მცდელობებმა ივნისში მარცხი განიცადა.

კომენტარები