შუალედური არჩევნები

თამარ ხიდაშელი: ჩემთვის გამარჯვება მოსალოდნელი იყო

ჩემთვის გამარჯვება მოსალოდნელი იყო, ამის თაობაზე მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე ვსაუბრობდი, ამ შედეგს ველოდით. წინასაარჩევნო კამპანია ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი მხრიდან, არაერთი ბრალდება მოვისმინეთ ოპონენტი შტაბის წარმომადგენლისგან და ამ ბრალდებებზე ჩვენ ვპასუხობდით საკმაოდ დამაჯერებლად. გარდა ამისა, ჩვენც გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოპონენტი შტაბის მხრიდან გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ამ თემაზე არ ვსაუბრობდით იმიტომ, რომ ჩემი აზრით, სახელისუფლო კანდიდატს გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს და უფრო მეტი მოეთხოვება. რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, ველოდით პროვოკაციებს. პროვოკაციებს მართლაც ჰქონდა ადგილი, ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რამდენიმე უბანზე მიცვივდნენ, ისინი აგინებდნენ უბანთან შეკრებილ ხალხს, პროვოკაციებს აწყობდნენ და ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. 

ქართული ოცნების საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი კვირას პრესკლუბში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, საგარეჯოში 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში, თამარ ხიდაშელმა 49.5 % მიიღო, ხოლო პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა - 45.83%.

კომენტარები