წულუკიანი პარლამენტში

წულუკიანი: გვაქვს პრობლემები, მაგრამ ეს დახვეწილი პრობლემებია

ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ეს არის დახვეწილი პრობლემები. ეს ის პრობლემებია, რომელთა გადაჭრაც შეიძლება. მთავარია, ის პროცესი გაგრძელდეს, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო. ჩვენი მთავრობა, როდესაც გაისად, ზუსტად ამ დროს, ამ შემადგენლობით ამოვწურავთ ჩვენს მანდატს, დავტოვებთ კარგ მემკვიდრეობას. მემკვიდრეობას, რომელიც ეხება დაცულ ადამიანის უფლებებს, ძლიერ ინსტიტუტებს, დეპოლიტიზებულ საპროკურორო ორგანოებს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს, თავისუფალ მედიას, რა სფეროშიც ძალიან დიდი და გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა. ამ ქვეყანაში აღარ იქნება რევოლუციები, აღარ იქნება დესტაბილიზაცია. ამ ქვეყანაში არჩევნების გზით ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინ წავიდეს ხელისუფლებიდან.

ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესზე მსჯელობენ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც მინისტრები და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანიც ესწრებიან. ჰერმანმა გამოსვლაში მედიაპლურალიზმსა და მედიათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა. კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც.

კომენტარები