გიორგი მდინარაძის საქმე

ადვოკატი სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს

რუსთავი 2

ადვოკატი გიორგი მდინარაძე სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. მდინარაძე, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოშია მოთავსებული, აცხადებს, რომ მას ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში პოლიციელები გაუსწორდნენ. ადვოკატის მტკიცებით, ცემის მიზეზი მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებით არჩეული სტრატეგია გახდა, კერძოდ კი დუმილის უფლების გამოყენება. გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში განყოფილების უფროსიც მონაწილეობდა.

გიორგი მდინარაძე გუშინ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებითაც დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

"გიორგი მდინარაძე იცავდა არასრულწლოვნის კანონიერ ინტერესებს, რა დროსაც ბრალდებულმა აირჩია დუმილის უფლება, ამაზე გაბრაზდნენ პოლიციელები და გიორგი მდინარაძეს გაუსწორდნენ სასტიკად. გიორგი მდინარაძეს არანაირი ფიზიკური წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია პოლიციელებისთვის. იმის გამო, რომ მან აარჩევინა დუმულის უფლება, სასტიკად გაუსწორდნენ პოლიციის განყოფილების უფროსის სამუშაო ოთახში" - აცხადებს ადვოკატი მუხრან ღურწკაია. 

ტაბულა უკვე დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყების განცხადებას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ. 

კომენტარები