მოგერინის ვიზიტი

ფედერიკა მოგერინი საქართველოშია

telegraph.co.uk

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი საქართველოში იმყოფება. ის უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს.

ამ წუთებში გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც სიტყვით ფედერიკა მოგერინი გამოვა.

მოგერინი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ასევე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩავა.

კომენტარები