ავლაბრის რეზიდენცია

ივანიშვილი: მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციას დატოვებს, სურს ეს, თუ არა

გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, 2013წ.
Reuters

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს. ივანიშვილის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ უფლებამოსილებები და პრეზიდენტი დატოვებს შენობას, მას ეს სურს, თუ არ სურს.

"ამაზე დღეს ვეღარ დავხარჯავ დიდ დროს, უფრო საინტერესო თემებზე მკითხეთ. მაგრამ მთავარი - ყველამ უნდა დაიცვას კანონი და პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს. პირველ რიგში პრეზიდენტმა. კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს, 10 მილიონს აჭარბებს და ამბობს, რომ ამას მოქალაქეების დასაცავად აკეთებს, აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს თუ არ სურს. სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს. სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავის უფლებამოსილებები", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები