ავლაბრის რეზიდენცია

პრეზიდენტი: კარგი იქნება, ავლაბრის რეზიდენციის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება ავლაბრის რეზიდენციის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. პრეზიდენტი ასევე მიესალმება, ამ შენობაში ხელნაწერთა ინსტიტუტის ან კულტურის ცენტრის განთავსებას.

"კონსულტაციებში ჩართული არ ვართ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და მიაჩნია, რომ კარგი იქნება ამ შენობის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება. ასევე, მას მოსწონს იდეა იქ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსების, თუმცა ამისთვის იქ უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტები. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის არსებობას. რა ფორმით იქნება ეს, იქნება ხელნაწერთა ინსტიტუტი თუ სხვა ტიპის მუზეუმი, აქ შენობაც უნდა პასუხობდეს მოთხოვნებს," - თქვა მოისწრაფიშვილმა.

ქართულ ოცნებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც უნდა იმუშაოს და გადაწყვიტოს თუ რა ფუნქცია ექნება პრეზიდენტის უკვე ყოფილ ადმინისტრაციას ავლაბარში. ჯგუფს უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს და 7 დეპუტატი შედის. სამუშაო ჯგუფოს წევრება უნდა განიხილონ მოსაზრება სასახლეში კულტურის ეროვნული ცენტრის შესაძლო განთავსებაზე. სავარაუდოდ ჯგუფის წევრების პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმს ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარი თქვა და სამუშაოდ ათონელზე მდებარე ორბელიანების სასახლე აირჩია. 

კომენტარები