შოთა არველაძე ტრაბზონსფორის მწვრთნელი აღარაა. კლუბსა და არველაძეს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. "მადლობა გაწეული სამსახურისთვის", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
Reuters-ის ინფორმაციით, კლუბი კონტრაქტის შეწყვეტისთვის 200 000 ევროს გადაიხდის.
არველაძე განცხადების გაკეთებას დღეს გეგმავს.
ტრაბზონსფორში არველაძე მიმდინარე წლის ივლისიდან მუშაობდა.