Sotheby-ის აუქციონი

Sotheby-ს აუქციონზე უიშვიათესი ლურჯი ბრილიანტი 48.5 მილიონ დოლარად გაიყიდა

Reuters

უმაღლესი ხარისხის იშვიათი ლურჯი ბრილიანტი Sotheby-ს აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ჰონგ-კონგელმა კოლექციონერმა მასში 48.5 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ბრილიანტი 12 კარატს იწონის და ის 2014 წელს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ მაღაროში იპოვეს. ამავე ბიზნესმენმა, გუშინ, კრისტის აუქციონზე ვარდისფერი ბრილიანტი, რომელიც 16 კარატს იწონის, 28.5 მილიონ დოლარად შეიძინა.

როგორც ცნობილია, მან ორივე ბრილიანტი 7 წლის ქალიშვილს უყიდა საჩუქრად.

კომენტარები