თბილისის ბიუჯეტი 2016

თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი შევიდა - მისი მოცულობა 810 მილიონია

timer.ge

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომიიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ 2016 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია გამართა. სამუშიას თქმით, მომავალ წელს თბილისის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარი იქნება. ეს წლევანდელი წლის ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტს 7 მილიონით აღემატება. თუმცა, ახალგაზრდული ოლიმპადისა და 13 ივნისის სტიქიის დასაფინანსებლად რამდენჯერმე გაზრდილ წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით, 2016 წლის ბიუჯეტი 90 მილიონით მცირდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიუჯეტის პროექტი მოქალაქეთა ინტერესებს არ ითვალისწინებს და მისი პრიორიტეტი ბიუროკრატიის შენახვაა. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, შემცირება მოსახლეობისთვის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას შეეხო.

ბიუჯეტს საკრებულო მომავალი კვირის განმავლობაში განიხილავს. შენიშვნებთან ერთად პროექტი მერიას გადაეგზავნება, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავრობა საკრებულოს ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტს წარუდგენს.

კომენტარები