თბილისის ბიუჯეტი 2016

თბილისის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინა

თბილისის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინა. თბილისის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას თქმით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში ცოტა ხნის წინ შევიდა. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 815,893 მლნ ლარს შეადგენს.

"მთელ რიგ მუხლებში განხორციელებულია ცვლილებები და საკრებულოს წევრების შენიშვნები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული", - თქვა სამუშიამ.

თბილისის საკრებულომ მერიას 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესწორებებით უკან 20 ნოემბერს დაუბრუნა. ბიუჯეტის პროექტის მოცულობა მაშინ 810 მილიონი ლარი იყო.

კომენტარები