. ქართული ოცნების პოლიტსაბჭო

ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების დებულება და თავმჯდომარეობის კანდიდატები დაამტკიცეს. სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა და მას კოალიციის ლიდერი, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

მთავრობის ადმინისტრციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის რაიონული ორგანიზაციები, დებულების შესაბამისად, მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობენ.

"პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია საოლქო პარტიული კონფერენციების შესახებ, რომელიც 9 რაიონში ჩატარდა. კონფერენციებზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს. საოლქო პარტიული კონფერენციები წლის ბოლომდე ყველა რაიონში ჩატარდება" - აღნიშნული განცხადებაში, რომელიც პრესსამსახურმა გაავრცელა.

კომენტარები