თურქეთი-რუსეთი

ერდოღანი: თურქეთი ბოდიშს არ მოიხდის

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, დღეს ანკარაში CNN-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზეც ისაუბრა.

"მე ვფიქრობ, რომ თუ რომელიმე მხარემ ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს მხარე არა ჩვენ, არამედ ისაა, ვინც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. ჩვენმა პილოტებმა და ჩვენმა შეირაღებულმა ძალებმა, უბრალოდ, შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, რომელიც საჰაერო სივრცის დაცვას მოიცავდა," - თქვა ერდოღანმა

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი SU-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური ანკარას განცხადებით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი კი, საზღვრის დარღვევას უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ განხორციელებული დარტყმა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა.

კომენტარები