უფასო სასადილოები

რიმა ბერაძე: გაეცანით 1.18 ლარიან მენიუს

facebook.com/rimuka.beradze

ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატი თბილისის საკრებულოში რიმა ბერაძე სოციალურად დაუცველთა კვებაზე მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, ფეისბუქზე 1.18 ლარიან მენიუს აქვეყნებს.

"რუსთავი 2-ზე გასულმა გუშინდელმა სიუჟეტმა, რომელიც ეხებოდა სოციალურად დაუცველთა ერთჯერადად კვებას ცხელი სადილით, სადაც ტენდერის პირობებით გათვალისწინებულია 1.18 თეთრი, გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ამასთან დაკავშირებით, თქვენ გეძლევათ საშუალება, გაეცნოთ მენიუს, რომელშიც სრულად არის მოცემული სპეციალისტების მიერ შემუშავებული სადილის ერთჯერადი ნორმა. ვცდილობთ, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა", - წერს რიმა ბერაძე.

კომენტარები