დემონსტრაცია პარიზში

პარიზში აქციაზე 100-მდე ადამიანი დააკავეს

AP

პარიზში კლიმატის ცვლილების სამიტის საწინააღმდეგო აქციაზე 100-მდე ადამიანი დააკავეს. პოლიციის განცხადებით, მონაწილეებმა საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დემონსტრაცია მაინც გამართეს.

საფრანგეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა 13 ნოემბრის ტერაქტების გამო ჯერ კიდევ მოქმედებს.

პარიზის ცენტრში დემონსტრანტები საფრანგეთის ეკოლოგიურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტების მოწოდებები კლიმატის დაცვასა და დემოკრატიას უკავშირდებოდა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტებს 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები